საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N320/01-01 20/11/2024  ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე ვბრძანებ:

 

1) განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N320/01-01 20/11/2024  ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 139 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;

 

2) დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

 

  • მანანა შამილიშვილი  – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  • თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
  • მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
  • თეა ხუნდაძე-უფროსი სპეციალისტი;
  • ლუიზა აბაზაძე-მთავარი სპეციალისტი;
  • ნათია დათიაშვილი-მთავარი სპეციალისტი;
  • ქეთევან ცაბაძე-წამყვანი სპეციალისტი;
  • თამარ ქარსაულიძე-წამყვანი სპეციალისტი;
     

3)  საბუთები მიიღება:  22-26 ნოემბერი 17საათამდე  VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ

4) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;

5) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.